Tuesday, May 5, 2015
ტრენინგის მეცხრე დღე.
აი, დასრულდა ჩვენი ტრენინგიც. მოვისმინეთ და გავეცანით ერთმანეთის პრეზენტაციებს. გავაკეთეთ კომენტარები. ფრიად კმაყოფილი ვარ. ურიგო არ იქნება კიდევ ტრენინგების გავლა.
Monday, May 4, 2015
ტრენინგის მერვე დღე
გავეცანი ფასილიტაციის მასალებს, შევავსე ჩემი პორტფოლიო და მასალები გამოვაქვეყნე ბლოგზე.
Friday, May 1, 2015
ტრენინგის მეშვიდე დღე
გავეცანი დიფერენცირებული სწავლების მასალებს, დიფერენცირებული სწავლების მიდგომებს და მეთოდებს და მათი გათვალისწინებით შევავსე სასწავლო გეგმის შაბლონი.
Monday, April 27, 2015
ტრენინგის მეექვსე დღე
ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა შეაფასონ მოსწავლეებმა საკუთარი თავი პროექტზე მუშაობის დროს.
შევქმენი მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია.
შევქმენი მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია.
Friday, April 24, 2015
ტრენინგის მეხუთე დღე.
დღეს ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა ავტვირთოთ პროექტის პრეზენტაცია ბლოგზე და როგორ გამოვაქვეყნოთ.
ჩვენი ტრენერი დიდ მოთმინებას იჩენს და შრომობს...
ჩვენი ტრენერი დიდ მოთმინებას იჩენს და შრომობს...
Monday, April 20, 2015
ტრენინგის მეოთხე დღე.
დღეს გავეცანი შეფასების დროის ჩარჩოს. შევავსე ჩემი გეგმის შეფასების დროის ჩარჩო.
ვისაუბრეთ შეფასების სქემებზე. ტრენინგის ეს დღეც საინტერესო და შრომატევადი აღმოჩნდა.
Monday, April 6, 2015
ტრენინგის მესამე დღე
დადგა ტრენინგის მესამე დღე .ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციაზე. მუშაობა გრძელდება...
Friday, April 3, 2015
ტრენინგის მეორე დღე.
დღეს დავიწყე პროექტის დაგეგმვაზე მუშაობა, გავაკეთე ჩემი პროექტის გეგმის პირველი მონახაზი. იმედია, თავს გავართმევ.
Monday, March 30, 2015
ტრენინგის პირველი დღე
ტრენინგის პირველი დღე იყო საკმაოდ შრომატევადი. პროექტის პორტფოლიოსთვის შევქმენი საქაღალდეები, დავათვალიერე მასწავლებლების მიერ შექმნილი საპროექტო მასალები. შევქმენი საკუთარი ბლოგი. მივიღე დავალებაც. მოკლედ კმაყოფილი და ემოციურად დატვირთული გახლავართ.გმადლობთ.
Subscribe to:
Posts (Atom)